|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რის გამო დაიწუნეს ქუთაისის მერობის 57 კანდიდატი?

ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, 69 კანდიდატიდან  12  გადავიდა.

ასეთია, მუდმივმოქმედი სანონკურსო–საატესტაციო კომისიის პირევლი სხდომის შედეგები, რომელიც დღეს დასრულდა.
ბაკურ ბალანჩივაძე, როსტომი ერგემლიძე, ლიანა ვაშაკიზე–გვენეტაძე, ხატია ვედმედევა, ავთანდილ კაჭახიძე, სევარიონ კინწურაშვილი, დიმიტრი კოპალიანი, შერმადინ მიქელთაძე, ნუგზარ უგლავა, ზვიად შანიძე, იოსებ ხახანეიშვილი და ჯიქია ალექსანდრე – ეს იმ კანდიდატების ჩამონათვალია, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ. 
დანარჩენი კანდიდატები მეორე ეტაპს დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის გამო გამოეთიშნენ. კომისიაში აცხადებენ, რომ კანდიდატების უმეტესობას არ ქონდათ ნარკოლოგიური, ნასამართლეობის ცნობები წარმოდგენილი. ერთ–ერთ კანდიდატი, გელა ხუნდაძე კი კონკურსის პირობებს, ასაკობრივი ზღვარით ვერ აკმაყოფილებდა, რომელიც 65 წელს გადაცილებული აღმოჩნდა. (კონკურსში მონაწილება 18 წლიდან 65 წლამდე ასაკის ადამიანებს შეეძლოთ).
"ასევე, ზოგიერს მხოლოდ "სივი" ჰქონდა წარმოდგენილი, ზოგს კი, პირადობის დამასტურებელი ასლი აკლდა.ამიტომაც, მხოლოდ 12 კანდიდატი გადავიდა მეორე ეტაპზე", – განმარტა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა. 
თამაზ მარგველაშვილის განმარტებით,  კომისიის მეორე სხდომა ორშაბათს გაიმართება, სადაც კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება მოხდება. 
შეგახსენებთ, რომ  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის პირევლი სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, მედიისთვის დახურული იყო.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა