|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელი 2016 წლიდან ამოქმედდება

2016 წლიდან ქუთაისში ახალი ნაგვსაყრელი ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისში, გერმანული კომპანია KFW–ის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადეს.

საქართველოს მყარი ნარჩნების კომპანია KFW–თან ერთად ქუთაისის მყარი ნარჩნების ინტეგრირებული მართვის პროექტს ახორცილებს.

როგორც KFW-ის  წარმოადგენელი არნე გროსი აღნიშნავს, ამ პეტაპზე მზადდება პროექტი და ფინანსური გეგმა გერმანიის მათავრობისთვის წარსადგენად, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.  

"ახალ ნაგავსაყრელზე სამშენებლო სამუშაოები მომდევნო 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება და ნარჩენების მართვაზე გერმანული მხარე 44,5 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს," – აცხადებს არნე გროსი.

რაც შეეხება ნიკეას ქუჩაზე არსებულ ნაგავსაყრელს, პროექტის ფარგლებში ე.წ ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაცია და მის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა იგეგმება.

ამ ეტაპზე ნიკეაზე არსებული ნაგავსაყრელი ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "მწვანე ქალაქის" დაქვემდებარებაში იმყოფება. "მწვანე ქალაქს" კი კეძო პირების მიმართ 300 000 ლარიანი დავალიანება აქვს, რის გამოც ნაგავსაყრელის ტერიტორია დაყადაღებულია.

ნიკეას ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩნების კომპანიას მას შემდეგ გადაეცემა, რაც "მწვანე ქალაქი" არსებულ დავალიანებას დაფარავს.  

"მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა მოხდეს ამ დავალინების დაფარვა," – აცხადებს საქართველოს მყარი ნარჩნების კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი.

ახალი პროექტის მიხედვით, მთლიანად იმერეთის რეგიონს ერთი ნაგავსაყრელი მოემსახურება, რომელიც ქუთაისის შემოგარენში, თერჯოლის რაიონის  მიმდებარე ტერიტორიაზე  განთავსდება.

გარდა ამისა, იმერეთის მასშტაბით ოთხი ნარჩენების გადასატვირთი სადგური – ქუთაისში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჭიათურაში განთავსდება.

 

 

ავტორი: დეა მანაგაძე