|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ქალბატონი შენობიდან გამოსახლების შიშმა იმსხვერპლა

ქუთაისში, ყოფლი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველ 58 წლის მანანა ბერეკაშვილს, შენობიდან გამოსახლების შიშით გული გაუსკდა.

როგორც შენობაში მაცხოვრებლები ამბობენ, ბერეკაშვილი საავადმყოფოში მკურნალობდა ხოლო, როდესაც შენობიდან შესაძლო გამოსახლების ამბავი გაიგო, ინერვიულა და გული გაუსკდა.

შენობაში მცხოვრები ერთ–ერთი სოციალურად დაუცველის ნინო მხეცაძის თქმით, გარდაცვლილს არავინ არ ჰყავს."ამიტომაც ჩვენ უნდა დავკრძალოთ. თუმცა, ამ შენობაში მცხოვრებელბი არავინ არ ვმუშაობთ. ამიტომ 20 –20 თეთრს ვკრიბავთ, რომ მიცვალებული ყინულში ჩავდოთ", – აცხადებენ ყოფილი სამხატვრო სკოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები.

როგორც შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, მათ ყურადღებას არავინ აქცევთ.

"აქ ლტოლვილები ვართ, ყურადღებას ვითხოვთ და არავინ გვაქცევს. თუ ასე გაგრძელდა, მიცვალებულს მერიაში მივიტანთ და იქ დავასვენებთ", – აცხადებენ ადგილობრივი  მცხოვრებლები.

მათი განმარტაბით, ყოფილ სამხატვრო სკოლაში სამი კვირის წინ პოლიცია იყო მისული, რომელმაც შენობის დაცლა მოსთხოვათ. მათ განუცხადეს, რომ შენობაში სამხარეო პოლიცია გადადიოდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა