|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია - თბილისელი სპორტსმენები ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქალაქის ახალ მერს დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის ყინულის მოედნისათვის დაფინანსების მოსხნას და აღნიშნული თანხის სპორტის სასახლისათვის გადაცემას სთხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე წულაიამ განაცხადა, ქალაქის სპორტის სასახლე უხარისხოდ არის გაკეთებული. 

"სპორტის სასახლე თავის დროზე პიარით რომ გააკეთეს, ბეტონზე პირდაპირ "ლინოლიუმი" არის დაგებული, როცა ხე უნდა ეგოს. აღნიშნულის გამო, თბილისელი სპორტსმენები დაშავების შიშით ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ.

ქუთაისის ყინულის მოედანს დაფინანსება 380 000 ლარი აქვს. მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერია ყინულის მოედანს არ უნდა არჩენდეს და მისი გასხვისება უნდა მოხდეს. ყინულის მოედნის დაფინანსებით კი სპორტის სასახლე უნდა დაასრულონ და იმ დონემდე მიიყვანონ, რომ იქ საერთაშორისო ჩემპიონატები ჩატარდეს," – ამბობს გოგი წულაია.

წულაიას თქმით, თუ დიმიტრი კოპალიანი რეაგირებას არ მოახდენს, პარტია სპორტსმენებში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს და აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე გაიტანს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა