|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰერკულესის" ადმინისტრაცია – მერაბიშვილის მიერ საწარმოს ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად გვესმის

ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" დირექტორის მოადგილე, ვასო ჩხენკელი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ საწარმოს ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცი პირველას ესმის.

"არ ვიცი, რა არგუმენტებით ამბობს ამას გოგი წულაია, რადგან ამ დრომდე მსგავსი რამ არ მსმენია. პირადად დავინტერესდები ამ საკითხით," – ამბობს ჩხენკელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკლესს“ მიღმა ვანო მერაბიშვილის ბიზნეს ინტერესები იკვეთება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა