|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი - უნდა შევისწავლოთ მერიის ხელმძღვანელი პირების საქმიანობა

ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პილიტიკური კონფლიქტი ცენტრალური ხელისუფლებასთან მისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა:  

"მიუხედავად იმისა, რომ რიგი სამინიტროების მხრიდან ადგილი ჰქონდა მჭირდო თანამშრომლობის არაერთ შემოთავაზებას," - აცხადებს დიმიტრი კოპალიანი.

ქალაქის მერი ასევე, მერიაში არსებულ შიდა დაპირისპირებებსაც შეეხო. კოპალიანი აცხადებს, რომ მერიაში დისციპლინა მთლიანად მოშლილია, ხოლო  ადგილობრივ თვითმმართველობაში  დასაქმებულთა პროფესიული დონე დაბალია.

"აუცილებლად უნდა დავაყენოთ მერიის ხელმძღვანელი პირების საქმიანობის შესწავლის საკითხი და მათი თანამდებობზე ყოფნის მიზანშეწონილობა," - აცხადებს კოპალიანი.

ქუთაისის მერი აცხადებს, რომ ქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას საკრებულოს ფრაქციებთან აქტიურ თანამშრომლობით აპირებს.

   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა