|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქცია ქუთაისის მერის მხარდასაჭერად - „ნუ შეგეშინდება დიმიტრი, თუ საჭიროა მუჭიც დაარტყი მაგიდაზე"

„ნუ შეგეშინდება დიმიტრი“, - ამ სახელწოდებით ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქუთაისის მერს „ნაციონალები“ და „პატრიოტები“ მუშაობას არ აცლიან. მოქალაქეები კოპალიანს თამამი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ და საქმიანობაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ქალაქის მართვის ხელში აღებას „ნაც-პატრიოტების“ ალიანსი ცდილობენ. ამერიკიდან ჩამოსულ განათლებულ მერს ვაცადოთ მუშაობა და ვუთხრათ, რომ ნუ შეეშინდება. ყველა ადამიანი უნდა დაფასდეს ღირსების, ზრდილობის, პროფესიონალიზმისა და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით. ბატონ დიმიტრის არ აცლიან მუშაობას, იმიტომ, რომ უნდათ ქუთაისი შავ-ბნელი წარსულისაკენ დაბრუნდეს. აქ ერთი დიდი ცოცხია საჭირო რომ მერია ერთიანად გაიწმინდოს. ბატონო დიმიტრი ნუ შეგეშინდება. თუ საჭიროა მუჭიც დაარტყი მაგიდაზე,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კახა ჩახუნაშვილი.

აქციის მონაწილეთა თქმით, დღევანდელი აქცია სპონტანურად დაიგეგმა. ხოლო თუ საჭირო გახდება, აქციები კვლავ გაიმართება და ის ფართო მასშტაბებს მიიღებს.    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე