|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ქითაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ირინე სახელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სახელაშვილმა newpress.ge-ს განუცხადა. როგორც სახელაშვილი განმარტავს, განცხადება საკუთარი ნებით იმ მოტივით დაწერა, რომ მერიაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიიღება შეძლოს. მისი თქმით, მერიაში გამოცხადებული საკონკურსო მოთხოვნები ძალიან მკაცრია და ამისათვის უნდა მოემზადოს.

\"უნდა ჩავუჯდე და მოვემზადო კონკურსში გამოსასვლელად. კონკურსის მოთხოვნები რთულია. იმის გამო, რომ სამუშაო რეჟიმი დატვირთული მქონდა, ვერ შევძლებდი პარალელურად კონკურსისთვის მზად ვყოფილიყავი,\" – ამბობს სახელაშვილი.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას დღეიდან სახელაშვილის მოადგილე, ვახტანგ წოწონავა შეასრულებს. 
შეგახსენებთ, რომ კონკურსი მერიაში 52 ვაკანსიაზე გუშინ გამოცხადდა. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას  ვიცე–მერები, სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები უფროსები მიიღებენ. კონკურსი ათი დღე გაგრძელდება.

ავტორი: თეკლა მორგოშია