|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური „Arena“ გაძარცვეს. აღნიშნულ ფაქტს ბენზინგასამართ სადგურზედაც ადასტურებენ. ადგილზე მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობა ამ დრომდე დადგენილი არ არის, ხოლო სხვა დეტალური ინფორმაცია მომხდარის თაობაზე მათ არ აქვთ. „ბენზინგასამართი სადგური ნამდვილად გაიძარცვა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პოლიციას ჯერჯერობით დამნაშავეებისთვის არ მიუგნია“–აღნიშნავენ newpress–სთან საუბრისას ბენზინმგასამართი სადგურის თანამშრომლები.

„ვიცით რომ ძარცვა მოხდა, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს“ – აცხადებენ ბენზიგასამართი სადგურის გვერდით მდებარე მარკეტის თანამშრომლები.
წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური ერთი კვირის წინ გაძარცვეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
newpress.ge-ის ინფორმაციით ქუთაისში კრიმინალური ფაქტები გახშირდა. სამართალდამცავ სტრუქტურებში ყოველდღიურად 10-15 შემთხვევა ფიქსირდება.

ავტორი: ლანა კოკაია