|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპერის თეატრის ახალი ხელმძღვანელი შტატების შემცირებას გეგმავს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. ირინე ლომინაძემ ოპერაში განსახორციელებლ გეგმებსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, ქუთაისის ოპერის თეატრში შტაბები გაბერილია, რის გამოც ანაზღაურება დაბალია, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც.

"ოპერის ბიუჯეტი არა არის იმდენი, რომ ყველა თანამშრომელი შეინახოს. მეტ დაფინასებას ვერც მოვითხოვთ, რადგან ქუთაისი პატარა ქალაქია და სამ დრამატულ თეატრს ინახავს. ამიტომ დავტოვებთ იმდენს, რამდენისთვისაც ღირსეული ანაზღაურების გადახდას შევძლებთ. ძალიან არის შტატები გაბერილი. გამოცხადება კონკურსი გუნდსა და სოლისტებში და ვინც იმღერებს, ის  დარჩება,"–განაცხადა ლომინაძემ.

 მისივე განცხადებით, თეატრის ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელია, მსახიობებისთვის არ არსებობს კეთილმოწყობილი საგრიმიორო, რის მოგვარებასაც უახლოებს მომავალში გეგმავენ.

კონკურსი გუნდის მომღერლებსა და სოლისტების შესარჩევად ჩატარდება. პირველი კონკურსი ივლისის ბოლოს, მეორე კი 20 სექტემბრისთვის გაიმართება.

 თეატრის შემოქმედებით ნაწილში 160 თანამშრომელი ირიცხება, ადმინისტრაციაში კი 100.  ოპერის თეატრის ბიუჯეტი 900 000 ლარია.

ირინე ლომინაძემ თეატრის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.  მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში სპექტაკლების "შერეკილები" და "ლუჩია დი ლამერმურის" აღდგენა მოხდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა