|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერიამ ბავშვებს სიხარული და ლამაზი საღამო წაართვა“

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა სულაძე ეხმაურება.  მისი თქმით, ქუთაისის მერიამ  "ქუთაისელებს ლამაზი საღამო, ბავშვებს კი სიხარული წაართვა."

"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ქუთაისის ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთან. ვიყავით ჩამოსულები სამშაბათს. გავიარეთ ლოკაციები, გავიარეთ სად უნდა ყოფილიყო სცენა და ა.შ. ჩვენ გვქონდა შეთანხმება შემდეგი სახის, რომ რეალურად ღონისძიება „რუსთავი 2- შენთვის" უნდა განხორციელებულიყო ქუთაისში, ეს იყო საჩუქარი "რუსთავი 2"-ის მხრიდან ქუთაისელებისთვის. ზარი შემოვიდა "რუსთავი 2"-ში, რომ არის რაღაც შეფერხებები,  ეს ინფორმაცია ჩვენ გავიგეთ გუშინ, მთელი დღე ვცდილობდით ვითარებაში გარკვევას. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მერიამ ბევრი სიხარული წაართვა ბავშვებს, და ძალიან ლამაზი საღამო წაართვა მოქალაქეებს,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მარკეტინგისა და პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი გოგა სულაძე.

ქუთაისის მერია ღონისძიების ჩატარებაზე უარს ქალაქის ცენტრალური გზის გადაკეტვის მიზანშეუწონლობით ხსნის: "მოგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩის შეკეთებითი და მოპირკეთებითი სამუშაოები, ასევე ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩის მონაკვეთებზე დაწყებულია მოსახლეობის სასმელი წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის მასშტაბური პროექტების მშენებლობა. ყოველივე ამის გამო საგზაო მოძრაობის ნაკადი, ძირითადად გადის ცენტრალური მოედნის გავლით, რითაც უზრუნველყოფილია ქალაქის მოსახლეობის ავტობუსებითა და სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილება.

ამდენად, ამ ეტაპზე დაიტვირთოს ცენტრალური მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების გასამართად და ამისათვის ჩაიკეტოს ქალაქის ეს პერიმეტრი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია," ნათქვამია "რუსთავი 2"-სათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა