|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფართოზოლოვანი ინტერნეტის" პროექტი არასწორად დაიგეგმა

საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური პროგრამის ფარგლებში, „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“ 2015 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის ინციატივით შემუშავდა. გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის დაგეგმილი იყო საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით, რომელთანაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ღია დაშვება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. IDFI- კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ პროცესი არასწორად, ფრაგმენტულად და ნაჩქარევად იყო დაგეგმილი და შედეგიც შესაბამისი დადგა, რამაც აზარალა, პირველ რიგში, მომხმარებელი, შემდგომ ბიზნეს სექტორი და სახელმწიფო, რადგან კიდევ ერთი წლით გადავადდა ამ პროცესის დაწყება და შესაბამისად, ქვეყნის ფართოზოლოვანი დაქსელვა და ინტერნეტიზაცია.

უმთავრესი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მაღალსიჩქარიანი ქსელის მშენებლობას კომერციულად ნაკლებად საინტერესო ზონებში, სწორედ ფინანსურ საკითხებსა და სახელმწიფოს მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. კვლევის შესაბამისად უდავოა, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის გარეშე, დაბალი დანახარჯებით და მაღალხარისხიანად საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვა მიუღწეველი პროექტია, თუმცა გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს იმ რისკების და საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც არსებობდა ამგვარი გეგმის ჩამოყალიბებისას. პროცესი არ უნდა დაიგეგმოს ერთთვიან პერიოდში და ინფორმაცია სტრატეგიის პროექტის შემუშავებამდეც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ავტორის მოსაზრებით, საქართველოს ფართოზოლოვანი სტრატეგიის ჩამოყალიბება შემდეგი ეტაპების გავლით უნდა მოხდეს: ევროკავშირის სპეციალური სამართლებრივი აქტი ადგენს განსაკუთრებულ რეგულაციას ფართოზოლოვანი ქსელების აგების წასახალისებლად. ამ რეგულაციის მიხედვით წარმოდგენილია რამდენიმე საშუალება წევრი სახელმწიფოებისთვის, როგორც დახმარების ალტერნატიული საშუალებები, რომელიც შესაბამისად არის ჩათვლილი ევროკავშირის ფუქნციონირების შეთანხმების 107 მუხლთან. სახელმწიფომ ეს პროცესი სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა დაგეგმოს.

IDFI საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ “საქართველოს ინოვაცეიბისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ 10 რეკომენდაციას სთავაზობს „საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების’" პროექტის წარმატებულად დაგეგმვისა და განვითარებისთვის.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა