|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა

გასული თვის მაჩვენებლით ტურისტების რაოდენობა 2%-თ გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.  აგვისტოს თვეში საზღვარზე  852 377 ვიზიტორის გადაადგილება დაფიქსირდა,  რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია. აქედან ტურისტია - 383 619 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2%), ტრანზიტი - 224 993 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54%), სხვა - 243 765 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3,5%).

რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 922 376 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის აგვისტოში  ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+24,7%), აზერბაიჯანიდან (+8,3%), თურქეთიდან (-10%), რუსეთიდან (+23%) და უკრაინიდან (+5,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 21%, 20%, 14%, 12%, 10%, 10% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (36%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსის და მოლდოვას მოქალაქეები 54% და 35%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 766% და საუდის არაბეთი - 75%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

ავტორი: ანა ჯიქია