|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპელებისაგან შრომის სიყვარული უნდა ვისწავლოთ"

ლაშა   ნავერიანი  ქართველი    სტუდენტია,   რომელიც   სწავლის გასაგრძელებლად   ჩეხეთში წავიდა, სადაც   სტუდენტთა  მოძრაობაში   ჩაერთო  და ქართველების ერთმანეთთან  დაკავშირებას ცდილობს. 

მან  სწალა ჯერ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ეკონომიკის ფაკულტეტზე   დაიწყო.   პირველ სემესტრში,  ჩეხეთის მთავრობის ყოველწლიურ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა  და ერთწლიან ენის კურსებზე დაფინანსება მიიღო,  რომლის  დასრულების შემდეგ პრაღაში სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.

საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული ქართველი სტუდენტების უმრავლესობის მსგავსად, ლაშაც აღნიშნავს, რომ უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და კარიერული წინსვლის  ნაკლები შანსი, ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც მათ საქართველოში დაბრუნება არ სურთ. ჩეხეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტის თქმით, საქართველოში სტუდენტური ცხოვრებაც კი არ არსებობს:  დიდი  სხვაობაა  ჩეხებსა და ქართველ სტუდენტებს შორის. ვთვლი, რომ საქართველოში სტუდენტური ცხოვრება არ არსებობს. ჩეხი ახალგაზრდა თუ უნივერსიტეტში აბარებს, მან იცის, რომ უნდა ისწავლოს და სწავლობს კიდეც. თუ არა და არ ჩააბარებს უნივერსიტეტში, დაიწყებს სადმე მუშაობას, კაფეში, ან რესტორანში. საქართველოში ყველა აბარებს უნივერსიტეტში და   იმას არ ფიქრობენ,  რომ უნდა ისწავლონ , პირიქით, სურთ,   რომ დიპლომი სწავლის გარეშე აჩუქონ.  აქედან გამომდინარე,  ისინი უშლიან ხელს მათ,  ვისაც მართლა სწავლა უნდა. საქართველოში სწავლის დონე ამის გამოა დაბალი.“

ილიას   სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტური  კვლევების  თანახმად, საქართველოში ქართველ და   უცხოელს   სტუდენტებს  შორის ინტეგრაციის  ხარისხი  ძალიან  დაბალია.

ლაშა თქმით,  ეს ერთადერთი საკითხია,  რითაც ქართული და  ჩეხური    სტუდენტურ ცხოვრება  ერთმანეთს ჰგავს.

 ლაშა აღნიშნავს, რომ ჩეხეთში სტუდენტები უცხოელებთან კომუნიკაბელურები არ არიან. „თავისი საქმე აქვთ და არ აინტერესებთ არაფერი.“-ამბობს ემიგრანტი სტუდენტი.

ეს  გაუცხოება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი,  რაც ჩეხეთში ჩასვლისას  დისკომფორტს უქმნიდა.  „ჩეხებს უცხოელები არ უყვართ და ამიტომ, ცოტა რთულია აქ ადგილის დამკვიდრება.  საწყის ეტაპზე არ გამჭირვებია შეგუება, რადგან   ენის კურსებზე ბევრი უცხოელი იყო და თითქმის ყველა პატივს ცემდა ერთმანეთს. პრაღაში სწავლის დროს კი თავიდან სწავლაც  გამიჭირდა და გარემოსთან შეგუებაც, რადგან    სრულიად უცხო   გარემოში  აღმოვჩნდი.“

 ლაშა გაოცებას ის ფაქტი  იწვევს, რომ ქართველი სტუდენტები, რომლებიც პრაღაში ცხოვრობენ,  ერთმანეთთან ურთიერთობასა და მეგობრობას  ერიდებიან.  არც ის აინტერესებთ  საქართველოს შესახებ  რამე ღონისძიება  თუ ეწყობა.  ეს,  რა თქმა უნდა, ყველას  ეს არ ეხება - ამბობს ლაშა - არიან  გამონაკლისებიც. ის თვლის, რომ ევროპისაგან ჯერ ბევრი რამ  უნდა ვისწავლოთ:   „ჩვენ უმდიდრესი კულტურა და ისტორია გვაქვს,  ჩვენი ტრადიციები დიდად განსხვავდება ევროპელებისაგან,    ძალიან ნიჭიერი ერი ვართ,  თუმცა   ევროპელებისგან  ბევრი რამ, პირველ რიგში კი  შრომის სიყვარული  უნდა ვისწავლოთ."-ამბობს ლაშა.

რაც შეეხება  "ქართველ სტუდენტთა გაერთიანებას ჩეხეთში“, ლაშა  ამაყია იმით, რომ მისი დაარსების შემდეგ, არაერთი პროექტი განახორციელეს.  " ჩვენი ძირითადი მიზანია ჩეხეთში და არა მხოლოდ ჩეხეთში მცხოვრები სტუდენტების კონსოლიდაცია,  გაცნობა, დამეგობრება, საერთო პროექტების მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. ჩვენი მიზანია ასევე საქართველოს პოპულარიზაცია.“

 „ქართველ სტუდენტთა გაერთიანებამ“  პრაღაში გამართულ სტუდენტურ ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა.  ასევე, ქართველ სტუდენტებს შორის  საჭადრაკო ტურნირი გამართეს,საიდანაც გამარჯვებული  ბრიუსელში  გაემგზავრნენ და მონაწილეობა სუპერ ფინალში მიიღეს.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა