|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაბეტონებული ხეები ქუთაისში

ქუთაისში, ფალიაშვილის გამზირზე ხეების გარშემო ასფალტი შესაბამისი სტანდარტის გარეშე არის დაგებული. ხეების ირგვლივ არ არის დატოვებული გარკვეული მონაკვეთი, რაც მცენარეების არსებობისთვის აუცილებელია. მწვანე ნარგავების დაბეტონება წლების წინ მოხდა, თუმცა შესაბამისი სამსახური ხეების „გათავისუფლებას“ ამ დრომდე არ ცდილობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი