|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან 357 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693 საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 607, იმერეთში - 1 049. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 151, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 18, იმერეთში - 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 - თბილისში, 377 - აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 390 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა