|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან 646 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც:

6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 596, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 389.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 633, აჭარაში - 124, იმერეთში - 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 43, იმერეთში - 32.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა