|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 732 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 732, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 523, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი - 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც: 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 500, იმერეთში - 1 323.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 128, იმერეთში - 487.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30.

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში.

42 201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ავტორი: ნიუპრესი