|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან 675 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 675, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 401 გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 550, იმერეთში - 1 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 636 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 126, იმერეთში - 511.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 43, იმერეთში - 34. 1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 678 - თბილისში, 256 - აჭარაში. 38 122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 258 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა