|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს - ქუთაისის მერია იუზა უგულავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებაზე

ინტერესთან კონფლიქტი არ არსებობს, აცხადებენ ქუთაისის მერიაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  მიერ გამოქვეყნებული  კვლევის პასუხად. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ადგილობრივ თვითმმართველობაში დღის ბოლოს  უპასუხეს.

ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგაძის განცხადებით, მას ხელთ აქვს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ  შპს ,,იუკო", რომლის დამფუძნებლადაც ქუთაისის მერის მოადგილე ფიქსირდება 2010 წლიდან  საქმიანობას არ ეწევა. 

,,შპს ,,იუკო",  რომელიც 2006 წელს არის დაფუძნებული, 2010 წლიდან არანაირ საქმიანობას არ ეწევა.  მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი იუზა უგულავა, მან უარი თქვა აქციებზე, გადასცა მესამე პირს, ის შპს ,,იუკოს" საქმიანობაში არ ერევა.

რაც შეეხება შპს ,,ლიკო 1-ს,, ეს არის ერთი პირის მიერ დაფუძნებული, ზაალ ხიდაშელი, რომელიც არის დირექტორი, ეს პირი არის ,,იუკოს" ერთ-ერთი დაფუძნებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს", - აცხადებს გიორგაძე.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვყნებული კვლევის თანახმად, ქუთაისის მერიის ტენდერებს მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის, ზაალ ხიდაშელის კომპანია იგებს. აღსანიშნავია, რომ იუზა უგულავა სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა