|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ალიანსის მომავალი წევრობისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველო „ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანდო და პატივსაცემი პარტნიორია, თუმცა, მას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სახელმძღვანელო ნატოში გაწევრებისთვის სამოქმედო გეგმის სახით, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა IHშ ჟანე’ს -თან ინტერვიუში.

   თინათინ ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაისიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ არსებული შეყოვნებების მიუხედავად მას მტკიცე პოზიცია აქვს და აღნიშნავს, რომ 2 დეკემბერს მონტენეგროს მიწვევა ნატოში „ნატოს შეუქცევადი ღია კარის პოლიტიკის ნათელი გზავნილია და ძლიერ გარანტიას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან“.
  მინისტრი იმედოვნებს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაციის ტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი გაწევრების გზაზე მკაფიოდ იქნება ასახული, თუმცა, ტექსტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს და ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმების საგანი იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აგვისტოში განაცხადა, რომ საქართველო „სწორ გზაზე დგას“ ნატოსთან ურთიერთობებში. სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ოფიციალურად დააფუძნა. მნიშვნელოვან პროგრამას უნდა ჩაენაცვლებინა გაწევრების სამოქმედო გეგმა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგა.
 „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია, აბსოლუტურად მიუღებელი ქმედებები უკრაინაში, ყირიმის ანექსია, გაუგებარი და დამაბნეველი სამხედრო ინტერვენცია სირიის კონფლიქტში მოითხოვს მტკიცე, ადეკვატურ და გაბედულ რეაქციას დასავლეთისგან, _ აღნიშნავს ხიდაშელი.
იგი შიშობს, რომ „ომი აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლებელია გადაიზარდოს მასშტაბურ საფრთხეში და დამანგრეველი შედეგები მოუტანოს ევროპის უსაფრთხოების გარემოს“ და „საქართველოს, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრის, მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე, დასავლეთის უპატიებელი შეცდომა იქნება.
 რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ოკუპაცია გადაიქცა შედარებით სტაბილურ უსაფრთხოების რეჟიმად, სადაც 7 წელზე მეტია ქართულ და რუსულ მხარეებს არ გაუკეთებიათ განცხადება ძალადობის სერიოზული ფაქტების შესახებ. როდესაც რუსეთმა ორივე სუბიექტი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, „სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელობამ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გეგმები შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განახლდა, თითქოს განახლებულმა დიპლომატიურმა დიალოგმა კრახი განიცადა. ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო მავთულხლართების განლაგება დაიწყეს.
 ხიდაშელის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ პოლიტიკას არაკონფრონტაციის პრინციპებზე აფუძნებს, შედარებითი „მშვიდობა“ ძალიან პირობითია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავებებზე, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს კვეთენ და ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების აკრძალვაზე, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების დაცვის მიზნით შეიქმნა.
  "ქართული მხარე სტრატეგიული მოთმინების რეჟიმშია და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს ,"  _ აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ეს ძალისხმევა მოიცავს ფარული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს, რომელთა ღირებულება 1 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.
ამავდროულად, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მსხვერპლის ხარჯზე აგრძელებს ავღანეთის კონფლიქტში მონაწილეობას, სადაც საქართველოს გადასროლილი ჰყავს 750 სამხედრო მოსამსახურე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორ ქვეყანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. 31 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ასობით დაიჭრა ავღანეთში. უკანასკნელად, მსხვერპლი სექტემბერში, თალიბების მიერ ბაგრამთან მდებარე საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს იყო. აშშ-ის მთავრობის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომ იგი გააგრძელებს სამხედრო მისიას ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „საქართველო მზად არის შეინარჩუნოს სამხედრო ძალები ავღანეთში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სანამ ამის საჭიროება იქნება.
 ხიდაშელი მე-17 თავდაცვის მინისტრია საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში; მეზობელ სომხეთს იმავე პერიოდში მხოლოდ 6 თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, რუსეთს 7, აზერბაიჯანს 8, ხოლო, თურქეთს _ 11. მინისტრს სწამს, რომ ცვლილებების მაღალი მაჩვენებელი „ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან საქართველომ „საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალიან სწრაფი და დინამიკური განვითარების გზა აირჩია.
 ქვეყნის პირველმა ქალმა თავდაცვის მინისტრმა, მისი მინისტრობის პერიოდში მიღწეული პროგრესი გენდერული თანასწორობის კუთხითაც აღნიშნა. `არსებობს სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უზრუნველვყოფთ შესაბამისი ცოდნითა და სწავლებით~, _ განაცხადა მინისტრმა. „საქართველოს მთავრობაში პირველად დავაფუძნეთ და განვავითარეთ გენდერული მრჩევლების ინსტიტუტი და შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ამ მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ზედამხედველობას უზრუნველყოფს.
 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში 28.5% ქალი და 71.5% კაცი ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს. დასაქმებულთა სრული რაოდენობიდან 45.8% ქალია და 54.2 % - კაცი.
 ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებისა და მიმდინარე შიდა რეფორმების გარდა, საქართველომ გაზარდა სამხედრო შესყიდვები დასავლეთში. გასულ ზაფხულს ხიდაშელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „ThalesRaythonSystems“ _ ერთობლივ ფრანგულ-ამერიკულ საწარმოსთან და ევროპული სარაკეტო სისტემების მწარმოებელ MBDA-სთან _ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლების მიზნით, სხვა დეტალები კი საიდუმლოდ რჩება.

 

ინტერვიუ გამოქვეყნებულია „IHS Janes's Defence Weekly“- ის 2015 წლის 16 დეკემბრის ნომერში

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა