|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაცვლილი ოპერატორის ხსოვნის აქციაზე ჟურნალისტებს მერიის ააიპის თანამშრომელმა აგინა

ქუთაისში ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად მედიის აქციაზე ინცინდენტი მოხდა. აქციის დასრულების შემდეგ ადგილზე მყოფმა ორმა პირმა ჟურნალისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთო კვალიაშვილმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა,  ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელია,  ის აქციის მსვლელობის დროს იქვე იდგა, რამდენიმე მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ კარგად იმახსოვრებდა, თუ რომელ მედიას წარმოადგენდნენ,   მათი მხრიდან ჟურნალისტების მისამართით გინება და მუქარაც გაჟღერდა,  რასაც   ჟურნალისტების პროტესტი მოყვა.

თავის მხრივ კვალიაშვილი და მასთან მყოფი პირი ამტკიცებდნენ, ჟურნალისტებმა მათი მისამართით გარკვეული მოწოდება გააჟღერეს, რასაც მათი გაღიზიამება და შემდეგ დაპირისპირება მოყვა.

კითხვაზე, სამუშაო საათებში, რატომ იმყოფებიდა ქუჩაში, კვალიაშვილმა განაცხადა,  რომ ის ერთი დღით გათავისუფლებული იყო, რასაც ადასტურებენ მერიის ააიპში.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა