|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - მნიშვნელოვანია ქუთაისის თანაბარი განვითარება და ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის  მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი შენგელიასთან ერთად ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 
იოსებ ხახაეიშვილმა  საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მერობის კანდიდატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია   ქუთაისის თანაბარი განვითარება და  ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
 
„ქუთაისი რეალურად გახდება კულტურის და განათლების ცენტრი,  ეკოქალაქი და ტურისტული ჰაბი საკუთარი ისტორიის, მდებარეობის, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის დამსახურებით. ყველა ახალი იდეა ამ კონცეფციის გარშემო უნდა განვითარდეს“,-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა