|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - მთავრობა ქუთაისისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს და ძალიან მალე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყება.

როგორც მერობის კანდიდატმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დაგეგმილ პროექტებთან ერთად საუბარი არჩევნების მეორე ტურსაც შეეხო.

"ძალიან  მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ქუთაისში პარტიულ აქტივთან და საზოგადოების წევრებთან, გაცხადებული იქნა ის მიზნები, რომელიც მთავრობას გააჩნია ქუთაისთან მიმართებაში, რაც გამოიხატება ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდასა და ასევე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლება 2022 წლის იანვრიდან ბიუჯეტიდან ქუთაისისთვის დაფინანსებას გეგმავს, ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ ელექტროავტომობილების გამოშვებას, საუბარია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე და არაერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე.

მეორე ტურის წინ ქუთაისში არის ამაღლებული განწყობა, დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი გააკეთებს არჩევანს, რომელიც საჭიროა ამ ქალაქისთვის, მისი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვებთ მეორე ტურში მაქსიმალური მხარდაჭერით, მეორე დღიდანვე კი უკვე ყველა დაგეგმილი და ახალი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისის მერობის კანდიდატთან, შტაბის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა დღეს გამართეს.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა