|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - „ქუთაისი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ქალაქად უნდა ვაქციო“

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად  ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის მოსაზრებით, სტუდენტური ცხოვრება  ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან უნდა ინტეგრირდეს. ეს ქუთაისს განათლების და კულტურის  რეალურ ცენტრად აქცევს. მისივე თქმით, ქუთაისი   უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით ცნობილი ქალაქი.  იგი  ახალგაზრდებისთვის  არა მარტო საუკეთესო  განათლების მიღების,  არამედ გართობის ახალი დანიშნულების ადგილად უნდა იქცეს.
 
„ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქად უნდა ვაქციოთ. ყველა განსახორცილებელი პროექტი  თქვენი თაობისთვის უნდა იყოს მომხიბვლელი და  ქუთაისში თვითრეალიზების საშუალებას უნდა გაძლევდეთ.“, -მიმართა  იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელ ახალგაზრდებს

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა