|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავლი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ უკვე მომავალი წელს იქნება ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, სავარაუდოდ, საუბარი იქნება რამდენიმე ათეული მილიონის დამატების შესახებ საწყის ბიუჯეტზე, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტი გავაკეთოთ ქალაქის მასშტაბით, ასევე მნიშვნელოვანი თემაა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უნდა განვახორციელოთ. პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადა ამის შესახებ და ეს არის ელექტრომობილების ქარხნის საკითხის ბოლომდე მიყვანა იმ კომპანიის ჩართულობით, რომლის ინიციატორი გახლდათ ამ ქარხნის მშენებლობის და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება შორეული პერსპექტივა ჩვენი ქალაქისთვის. მართალია, ობიექტური მიზეზების გამო, ამ ქარხნის მშენებლობა ვერ დაიწყო იმ ვადებში, რომელიც დაანონსებული იყო, თუმცა სახელმწიფომ უკვე მხარდაჭერა გამოუცხადა ამ საკითხს, ამ ბიზნესს და ისევ გაგრძელდება და მივა ბოლომდე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა