|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ

ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, ახალგაზრდებთან არაერთი შეხვედრის შედეგად შედგა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ახალ საკრებულოს წარედგინება.

"ჩვენ ქალაქში გვყავს 13 ათასამდე ახალგაზრდა, ეს არის უდიდესი რესურსი ჩვენი ქალაქისთვის და ერთმანეთის რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ჩემი და ჩემი გუნდის უმთავრესი გამოწვევა იქნება ის, რომ ამ ახალგაზრდებს მივცეთ იმის საშუალება, რომ ქალაქში თუნდაც სტუდენტობის დროს, ვიდრე დიპლომირებული სპეციალისტები იქნებიან, მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ეს იქნება ჩვენთვის უზღვავი რესურსი და ძალიან წარმატებული რესურსი, თუნდაც თითზე ჩამოსათვლელი პროექტების შექმნაც კი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც ჩვენ ბიუჯეტში გქონდა და გაისადაც გვექნება კიდევ უფრო თანხა ახალგაზრდული ინიციატივებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეძლებენ, რომ იმუშაობა ახალგაზრდულ პროექტებზე. ასევე უკვე მომზადებულია და ახალ საკრებულოს წარედგინება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ახალგაზრდებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ შექმნილი დოკუმენტია და მასში ზუსტად წერია, როგორი უნდა იყოს ქუთაისში ახალგაზრდული პოლიტიკა, რა სივრცეები უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის და ა.შ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებთან ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა