|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის ადმინისტაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში ავტოქარხნის ადმინისტაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო პროგრამასთან ერთად დასახლებაში არსებულ პრობლემებს, მათი მოგვარების და გადაჭრის გზებს, ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგურ ვითარებასაც შეეხო.

"ჯანდაცვის სამსახურები მუხლჩაუხრელად შრომობენ, არიან ადამიანები, რომლებიც თვეობით არ ყოფილან სახლში, არ უძინიათ და საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკისქვეშ ჩვენ გადასარჩენად. პანდემია სწორედ იმიტომაა რთული, რომ მასიურად ხდება ადამიანების დასნებოვნება და ეს ქმნის პრობლემას არა მარტო ჩვენ პატარა ქვეყანაში, არამედ დიდ სახელმწიფოებში. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. პასუხისმგებლობობით მოვეკიდოთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს, მივიდეთ არჩევნებზე, გავაკეთოთ სწორი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, ჯანსაღი ურთიერთობების, ჩვენი ქალაქის ღირსეული მომავლის სასარგებლოდ და ჩემი საარჩევნო პროგრამის მიხედვით თავად ჩავერთოთ ქუთაისის ინფრასტრუქტურულ და კულტურულ განვითარებაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი