|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით შედგა.

სტუდენტებმა საარჩევნო პროგრამა მოისმინეს და კანდიდატებს საკუთარი იდეები და შეხედულებები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის კიდევ უფრო განვითარების საკითხში სტუდენტების აზრი და იდეები იყოს გათვალისწინებული.

მერობის კანდიდატის თქმით, ქუთაისში ბოლო წლებში განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ქალაქი განათლების ჰაბად არის მიჩნეული და ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების და მიზნების რეალიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალება აქვთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა