|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ისეთი რამ კეთდება, ქუთაისს რომ არ ღირსებია"

ქუთაისში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის  დაწყება 2018 წელსააა დაგეგმილი, თუმცა, როგორც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, პროექტი შესაძლოა 2017 წლის ბოლოს დაიწყოს.

 პროექტის განხორციელებაზე  პასუხისმგებელი საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ტურძელაძის განცხადებით, პროექტის დაწყების ვადები დამოკიდებულია ტენდერის შედეგებზე.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ დროისათვის ამზადებს დოკუმენტაციას ტენდერის გამოსაცხადებლად. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოვლინდება შემსრულებელი კომპანია. კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ვადა დამოკიდებულია ტენდერის შედეგებზე. შესაძლოა, სამუშაოების დაწყება 2017 წლის ბოლოსაც მოხდეს. სხვა შემთხვევაში 2018 წელს",-განაცხადა ტურძელაძემ.

 მისი განცხადებით, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც ქალაქის ქუჩების გადათხრას გამოიწვევს, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი რამ კეთდება.

"ისეთი რამე კეთდება, ქუთაისს ჯერ რომ არ ღირსებია, ძალიან მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი, ამიტომ როდის დასრულდება ქალაქის ქუჩების გადათხრა, ძნელი სათქმელია. მესმის, რომ ეს მოქალაქეებისათვის დისკომფორტის  შემცველია. განსაკუთრებით დიდი დრო მიაქვს სატესტო სამუშაოებს",-აღნიშნა მან. 

სამუშოებისათვის აზიის განვითარების ბანკიდან 100 მილიონი ევროა გამოყოფილი.

რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, ტურძელაძის განცხადებით,  სამუშაოების მწარმოებელ თურქულ კომპანიასთან - "SMK"  დადებული ხელშეკრულებით,  სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა