|
  • EUR 1 = GEL 4.0355
  • USD 1 = GEL 3.3198
|

ჯიხური საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე - დღის ფოტო

ქუთაისში "სავაჭრო ჯიხური საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე დგას - ფოტოს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა დეისაძე ავრცელებს. მისი თქმით, აშკარა უკანონობაზე ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს ხუჭავენ.

"ვინ გაცა ამაზე ნებართვა? საავარიო სიტუაციების გამომწვევი გამხდარა ხშირად. მეგობარს რეკლამაზე ნარინჯისფერი რეკლამა წითლით შეაცვლევინეს და აჯარიმებდნენ. ამას ვერ ხედავთ? ჩინოვნიკის ნათესავის იქნება ალბათ და თვალს ხუჭავს შესაბამისი სამსახურები"- წერს ნიკა დეისაძე. 

ფოტო , რომელზეც  "ბიუ-ბიუს" ჯიხურია, აღბეჭდილი, ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. 

 

ავტორი: ნიუპრესი