|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იუსტიციის სამინისტროს უნიკალური არქივი ქუთაისშია (ფოტო)

 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტო გამოფენა ქუთაისში იუსტიციის მინისტრმა გახსნა. გამოფენა 1918-1921 წლების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ასახავს.

"თიბისი" გალერეაში წარმოდგენილია დამოკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის უნიკალური ფოტო და დოკუმენტური არქივი. თეა წულუკიანის განცხადებით, არქივის ნაწილი პირველად ქუთაისში გამოიფინა.

"ჩვენ, იუსტიციის ეროვნული არქივი სახელწოდებით "საქართველოს პირველი რესპუბლიკა" ქუთაისში ჩამოვიტანეთ, რომ ახალგაზრდა თაობა, საჯარო სკოლის მოსწავლეები მოვიდნენ და ნახონ ის დემოკრატიული საქართველო, რომლის შენებაც გრძელდება. შეიძლება, ითქვას, რომ დღეს ქვეყნის შენება გადამწყვეტ ფაზაში არის შესული, მას საფუძველი სწორედ 1918–1921 წლებში ჩაეყარა. გამოფენილია დოკუმენტური მასალა, პირველი დეპუტატების, ასევე დეპუტატი ქალების, ხარიტონ შავიშვილის არქივი, რომელიც ჟენევიდან ჩამოვიტანეთ და ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში. გვინდოდა, პირველად ქუთაისში გამოგვეფინა და გვეჩვენებინა ქუთაისელებისათვის",–განაცხადა თეა წულუკიანმა.

გამოფენას მინისტრთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის ნახვა ქუთაისის და იმერეთის მკვიდრთ 13 დეკემბრამდე შეუძლიათ.

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა