|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კნუტ ფლეკენშტაინი გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია (R)

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტაინი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია. ფლეკენშტეინმა საკუთარი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა "ქართულ ოცნებას" და ლევან კობერიძეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

 „ამ მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის ნაწილი გერმანიაში უკვე განხორციელებულია და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის განხორციელებაში ისეთივე წარმატებულები იქნებით, როგორიც გერმანიაა. ლევანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა კერძო სექტორში, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელმაც იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა და აქვს კონკრეტული გამოცდილება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ასეთი ღირსეული კანდიდატია ლევანი“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

 ლევან კობერიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის 22-ე ოლქის საარჩევნო შტაბი გახსნა და  რაიონის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

 „ყველაზე მთავარი, რასაც მე ხაზს ვუსვამ, არის ის, რომ  მუხიანელ, გლდანელ მოსახლეობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გლდანი და მუხიანი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მიმზიდველი და პრესტიჟული უბანი თბილისში“, -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა