|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოს გადაეცემა"- სოციალური საცხოვრისის ბინადრები

ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისი ბინადრებს და მერიის თანამშრომლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. ვიცე–მერმა იუზა უგლავამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, საცხოვრისის ბინადრები კი შეხვედრიდან იმედიანად გამოვიდნენ.
 
"გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოს გადაეცემა, რის შემდეგაც ფირმა, რომელმაც სამუშაოები არაკეთილსინდისიერად შეასრულა, თანხას უკან დააბრუნებს. ამ თანხით კი ჩვენ ფართებით დაგვაკმაყოფილებენ"
-განაცხადეს შეხვედრიდან გამოსულმა მოქალაქეებმა ჟურნალისტებთან საუბარში.
 
თუ რომელი უწყება იკვლევს საცხოვრისთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულ კითხვას იუზა უგლავამ ერთი სიტყვით უპასუხა - ანტიკორუფციული.  სავარაუდოდ, აღნიშნულში ქუთაისის ვიცე-მერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იგულისხმა. 
 
შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" უკვე დაუკავშირდა შსს-ს და პროკურატურას, თუმცა სამხარაულის  ექსპერტიზის ბიუროს  მიერ მომზადებული დასკვნა აღნიშნულ უწყებებში მიღებული არ აქვთ.

 

ქუთაისში მერთან შესახვედრად მისული სოციალური საცხოვრისის ბინადრები ცუდად გახდნენ

ქუთაისის მერიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებს ვიცე-მერი ხვდება

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა