|
  • EUR 1 = GEL 3.4247
  • USD 1 = GEL 3.0567
|

“კომპანიამ დაკისრებულ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა" - გიორგი შენგელია

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ზაფხულის ბოლომდე გამოცხადდება.  როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, კომპანიას, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება ვადების დარღვევის გამო შეუწყდა, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.
შენგელია არ გამორიცხავს, რომ მომდევნო ეტაპზე სატენდერო პირობები შეიცვალოს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საპროექტო სამუშაოების შემსულებელი კომპანია მფ-ს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს, მგფს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს მათი უფლებაა.
“კომპანიამ დაკისრებულ ვალდებულებებს, ეს სამწუხაროდ, ხდება, თავი ვერ გაართვა. ახლა ახალი ტენდერისთვის ვემზადებით და გამოცხადდება. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. კონტრაქტუალურ ნაწილში მივდივართ, რაც მაინცდამაინც საინტერესო არ უნდა იყოს. მათ ჰქონდათ ვალდებულება გარკვეულ დროში წარმოედგინათ შესაბამისი ხარისხის დოკუმენტაცია, რომელიც ვერ წარადგინეს და შესაბამისად, გაწყდა ხელშეკრულება. ვმუშაობთ და ზაფხულის პერიოდში გამოცხადდება ტენდერი. არ არის გამორიცხული, რომ შეიცვალოს სატენდერო პირობები,”-განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  "კარკასი" ხელშეკრულება ვადაგადაცილების გამო შეუწყდა, რის გამოც კომპანია ფონდს სასამართლოში უჩივის.
 
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 63.16%
უარყოფითად - 36.84%
მიჭირს პასუხის გაცემა - 0%
სულ - 38 ხმა