კორონავირუსით იმერეთში კიდევ 35 ადამიანი დაინფიცირდა
                                                                                                                    
                
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარაში - 7, იმერეთში - 35, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც იმერეთის საავადმყოფოებში 404 ადამიანი მკურნალობს.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან იმერეთში - 9.
231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში.
1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
ქვეყანაში ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















