|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“,- აღნიშნულ თემაზე, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრაზე ისაუბრეს UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირველადი მოდელის შემუშავებასა და ინფორმაციის მოძიების საველე სამუშაოებზე, რომელშიც შედის ქალაქში არსებული კულტურული ტურიზმის ინფრასტრუქტურა, არქიტექტურა, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა, რაც კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების, როგორც თვითმყოფადობის, ღირებულებისა და მნიშვნელობის განსახირების განსაკუთრებული ხასიათის აღიარებას ითვალისწინებს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობა  სახელმწიფოს მიერ „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის რატიფიცირებით აღებულ ვალდებულებათა მონიტორინგისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ქუთაისის მერიის კულტურის, არქიტექტურის სამსახურის, ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურებისა და მედია საშუალებების  წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება თბილისში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა