|
  • EUR 1 = GEL 3.4801
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე  დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 

sportall.ge - ის ინფორმაციით, ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

 ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი - 2 ბრინჯაო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 78.18%
ჯერ ადრეა - 14.55%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.27%
სულ - 55 ხმა