|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი უნდა გახდეს შესაძლებლობების ქალაქი - ანა ნაცვლიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი დაასახელა. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი ამოცანა, ქუთაისის მიზიდულობის ცენტრად ქცევა იქნება. 

"ქუთაისი დღეს,  სამწუხაროდ,  უიმედობის ქალაქია, საიდანაც ადამიანები მიდიან, გარბიან, რადგან ვერ ხედავენ განვითარების პერსპექტივას. ამის შეცვლა იქნება ჩემი  პირველი ამოცანა. ქუთაისი უნდა გახდეს შესაძლებლობების ქალაქი, რომელიც თავად გახდება მიზიდულობის ცენტრი", - განაცხადა მან. 

 

 ანა ნაცვლიშვილი წარმოშობით ქუთაისელია, პროფესიით იურისტი. ის არის  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი,  სხვადასხვა დროს იყო 3 საერთაშორისო ფონდის სტიპენდიანტი. 

მან განათლება მიიღო საქართველოსა და დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში. როგორც სამოქალაქო აქტივისტი  იბრძოდა სამართლიანობისა და ადამიანთა უფლებებისთვის.  2017 წელს მიენიჭა "წლის უფლებადამცველის" ჯილდო,  იყო საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში,  აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ავსტრიასა და სამხრეთ აფრიკაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. 

ავტორი: ნიუპრესი