|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ლელომ“ ბაღდათსა და ვანში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს „ლელომ   ბაღდათისა და ვანის  მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება ძლიერი  და ნიჭიერი გუნდი, რომელიც ჰყავს „ლელოს“. 

„დიმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გოჩა ჭრელაშვილი, წითელხევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაბრიელ ღიბრაძე, როხი-ვარციხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა მახარეიშვილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი რეგიონის საჭიროებები, იციან რა პრობლემის წინაშე დგას და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა,“-ანა ნაცვლიშვილი.

ბაღდათის შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ვანში, სადაც მოსახლეობას კანდიდატებთან ერთად არჩევნებზე მოსვლის საჭიროებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

ვანში სოფელ დიხაშხოს, ძულუხის, სულორისა და ისრითი მაჟორიტარობის კანდიდატი „ლელოდან“ დათო კოპალეიშვილი იქნება, რაც შეეხება მუქედისა და ციხესულორის სოფლებს იქ გიორგი ჭიქაძე იყრის კენჭს. ამაღლება, ინაშაური, ბზვანი და ბაძგში დარეჯან რიჟამაძე იბრძოლებს.

 

ავტორი: ნიუპრესი