|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამი ანი და ერთი თორნიკე - ლელომ მაჟორიტატობის კანდიდატები იმერეთის ოთხივე საარჩევნო ოლქში დაასახელა

  • "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ღონისძიება მცხეთაში გაიმართა.

    პარტიამ თავისი კანდიდატი 25 მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა, მათ შორის, თბილისის ყველა ოლქში.  ლელოს თავისი კანდიდატები ეყოლება ასევე იმერეთის ოთხივე საარჩევნო ოლქში. 

    ქუთაისის მანდატისათვის როგორც მოსალოდნელი იყო ანა ნაცვლიშვილი იბრძოლებს, ის პროფესიით იურისტი,  იყო საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ანი მიროტაძე შეეცდება, ის არის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ამასთანავე  ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი. 
  • ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ანი ბიბილაშვილი. არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.

  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დეპუტატობის კანდიდატია თორნიკე ართმელაძე; არის სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურდიული მიმართულების ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

  •  როგორც კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელო" ქვეყანაში ის ახალი ძალაა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს და პოლიტიკურ ასპარეზზე ორპოლუსიანობას დაამარცხებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა