|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლელომ" სამტრედიაში 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა 12 ახალი წევრი სამტრედიაში წარადგინა.

მამუკა ხაზარაძემ წარდგენა "იმერეთი გრინერში" განახორციელა, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე უსაუბრა.  მისი თქმით, საქართველოს შეუძლია სოფლის მეურნეობაში მოწინავე იყოს და ამის მაგალითი საწარმო "იმერეთი გრინერია".
"წარდგენა გავაკეთეთ მაღალტექნოლოგიურ მეურნეობაში, ეს პროექტი გავაკეთეთ, რომ შეგვექმა შედეგზე ორიენტირებული პროდუქციის პრეცედენტი. დღეს ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ საქართველოში მილიარდი დოლარის სასურსათო იმპორტი შემოდის, ეს არის წარმოუდგენელი, როცა ქვეყანას შეუძლია სოფლის მეურნეობაში იყოს მოწინავე და ექსპორტზე ორიენტირებული, ეს ადგილი ამის ნათელი მაგალითია. დღეს წარვადგინეთ 12 არაჩვეულებრივი წევრი სხვადასხვა რეგიონიდან.  სხვადასხვა სფეროდან წარმატებული ადამიანები, რომლებიც შემოგვიერთდნენ და აქტიურად არიან ჩართული ჩვენი პროგრამის განვითარებაში. ისინი მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც იქნებიან ჩართული", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


"ლელოს" ახალი წევრები არიან:ფრიდონ გაფრინდაშვილი — ელექტრო ინჟინერი; მიტროფანე სტურუა — იურისტი, ადვოკატი; მანანა ბანძელაძე — ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; დავით ჩხეიძე — ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე; თამარ წამალაიძე — ფსიქოლოგი;  გია პატარიძე — საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, ქიმიკოსი;  გიორგი მახარაძე — იურისტი, ადვოკატი, სისხლის სამართლის მაგისტრი;  ნათია ხელაია — საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი;   გიორგი ბაკაშვილი — საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი;  პაატა დარახველიძე — იურისტი;  ლილე მაღლაფერიძე — ეკონომიკის მაგისტრი;  დიმიტრი აბაშიძე — ინჟინერი და ეკონომისტი.

"ლელო" დღეს შეხვედრას გამართავს ასევე ქუთაისში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა