|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაიძულეს ქვეყანა დამეტოვებინა" - მამა გიორგი სხილაძე

"მაიძულეს ქვეყანა დამეტოვებინა" - განცხადება მამა გიორგი სხილაძემ. ზესტაფონში სტუმრად მყოფი მამაოს ინფორმაციით, მან ქვეყანა უკვე დატოვა, რადგან ემუქრებიან. 

სკანდალური განცხადების ავტორი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე აპირებდა დარჩენას, თუმცა ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

მამა გიორგი სხილაძის განცხადებით, მას ახლობლები დაუკავშირდნენ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობეს. მამა გიორგი სხილაძე ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანების სურვილი მისი განადგურებაა. ამ გზავნილების შემდეგ, მღვდელმსახურის თქმით, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

"მე არ ვაპირებდი წასვლას და კვირას კიდევ წირვა მქონდა დანიშნული თბილისში, მაგრამ გუშინ დაგვიკავშირდნენ ახლობლები და შეგვატყობინეს, რომ არის რეალური საფრთხე და სასწრაფოდ დავტოვეთ თბილისი. ეს არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ფანატიკური ჯგუფები მომისიონ და სულ მცირე, გამანადგურონ. მეუღლე მახლდა გვერდით და მისი უსაფრთხოების გამო, დავტოვე თბილისი. მივიღე მუქარები,“ - აცხადებს მამა გიორგი სხილაძე. 

მამა გიორგი სხილაძემ რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და მეუფე ზოსიმე სტუდენტებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინფორმაცია მომხდარის შესახებ სასულიერო სემინარიის სტუდენტმა თავად გააჟღერა, რის შემდეგაც მეუფე ზოსიმემ რექტორის თანამდებობა დატოვა.

გიორგი სხილაძის თქმით, მომხადარის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრიარქო, თუმცა არ მოხდა ბრალდებული სასულიერო პირის ეკლესიიდან გაშვება. მამა გიორგი სხილაძე მეუფე ზოსიმე განკვეთას ითხოვს. თავის მხრივ, გავრცელებულ ინფორმაციას მეუფე ზოსიმე ცილისწამება უწოდა. 

ავტორი: ნიუპრესი