|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მაკდონალდსმა“ ქუთაისის გამო რესტორნის ფერები შეცვალა

ქუთაისში მშენებარე „მაკდონალდსის“ ახალი პროექტი მომზადდა, ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა.

 მერის განცხადებით, ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც მოიწონა. მისი თქმით, კოპმანიის „თ და კ რესტორნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა  ხვალ გაიმართება. განხილვას, როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე მშენებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაესწრებიან.

„ახალი პროექტი არქიტექტორების მიერ შემუშავდა, მათ შეიტანეს ცვლილებები ჩვენი მოთხოვნის მიხედვით. „მაკდონალდსის“ ფერებია წითელი და ყვითელი.  რადგან არ მოუხდებოდა სივრცეს,  გაკეთდება მუქი მწვანე, თავისი ბაღით და რეკრეაციული ზონით. ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მაინც ვხვდებით მათ, რომ მოვისმინოთ რას ეწინააღმდეგებიან ადამიანების დასაქმებას, ინვესტიციას, თუ მშენებლობას“-განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, მშენებლობა შემდეგ დაიწყება.

 შეგახსენებთ, მშენებლობის გამო ქალაქში რამდენიმე აქცია მოეწყო. დროებით მოხდა საათი აღება, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიდგმება, თუმცა ადგილს შეიცვლის და გაჩერებასთან  ახლოს დამონტაჟდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი