|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში დაბინძურებული წყალი ჩაედინება [VIDEO]

მდინარე რიონში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. მდინარეზე დაერთებული არხიდან მუქი შეფერილობის წყალი მდინარეში გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩაედინებოდა, სავარაუდოდ, მას უკავშირდებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე არასასიამოვნო სუნი.

გარემოს დაცვის დეპატრამენტში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება არ შესულა. ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან შემდეგ კი შესაბამისი ჯგუფი ადგილზე მივადა  და დაადგინა, რომ ეს არის სანიაღვრე არხი, რომელიც არის ქალაქის დაქვემდებარებაში. მათივე ინფორმაციით,   მასზე თვითნებურად დაერთებულია თუ არა რომელიმე ობიექტის საკანალიზაციო არხი ამის მოკვლევა შესაბამისმა სამსახურმა უნდა მოახდინოს. 

რიონის სანაპიროზე მდებარეობს კაფე-ბარი "არგო". ბოლო პერიოდში კაფეს მიმდებარედ არსებული მილიდან, რიონში მუქი შეფერილობის წყალი გაცილებით მასიურად ჩაედინება. რომელ ქსელზეა დაერთებული კაფეს  საკანალიზაციო არხი ამით თემით "ნიუპრესი" რამდენიმე ხნის წინ დაინტერესდა.  მერიაში გვიპასუხეს, რომ ამის დადგენა მათი კომპეტენცია არ არის  და პასუხი "გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში" უნდა გასცენ. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კაფეს საკანალიზაციო არხთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დეტალური მოკვლევა, შეისწავლონ მთლიანი ქსელი და ამის მერე შეეძლებათ კონკრეტული პასუხის გაცემა. 

ქალაქის მასშტაბით კანალიზაციის პრობლემა წლებია არსებობს. ქუთაისის წყალარინებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ  100 მილიონი ევრო გამოიყო. პროექტი 2019 წელს დაიწყება. 

 

ავტორი: ნიუპრესი