|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე არ შემეძლო ჯდომა კიევში და იქედან ყურება, როგორ იშლება ნაწილებად ჩემი ქვეყანა - სააკაშვილი

 მე არ შემეძლო ჯდომა კიევში, ან ჩემს კაბინეტში და იქედან ყურება, როგორ იშლება ნაწილებად და ნაწილაკებად, მარტივ მამრავლებად ჩემი ქვეყანა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმართვისას განაცხადა.  

 მისი თქმით, ბოლო 9 წელიწადში ქვეყნიდან იმაზე მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე წინა საუკუნეებში ფეოდალებმა 70 წლის განმავლობაში გაყიდეს. 

" 9 წელიწადში დავკარგეთ მინიმუმ 700 ათასი ჩვენი თანამემამულე, ეს ამ წლის მონაცემებით, ამოიღეთ სტატისტიკა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში ვიდრე ბრუნდებოდა. ის რაც მოახერხეს ბოლო 9 წელიწადში, ჩვენს ფეოდალებს ამისათვის დაჭირდათ, როდესაც ანაკლიიდან და რაბათიდან ყიდდნენ სტასმბულის ბაზარზე ჩვენს გოგო-ბიჭებს 70 წელიწადი. ეს მოახერხეს ამათ 7 - 8 წელიწადში" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ემიგრანტებისაგან გადმორიცხული თანხებით არსებობს. 

 

"მოსახლეობა თავს ირჩენს ან მათი ნათესავებიდან გადმორიცხული ფულით,  ან ოლიგარქის მსახურებით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური მოდელი, რომლისგან გაჭირვებისა და გაქცევის გარდა სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის. მე შევხვედრივარ უცხოეთში ჩვენს ქალბატონებს, რომლებიც ძირითადად უვლიან მოხუცებს, მათი ასაკი ისეთიოა, ცოტა ნაში ისიბნი იქნებიან მოსავლელები, მაგრამ მათ არც პენსია აქვთ ,ხშირად არც ლეგალური სტატუსი და არც დანაზოგები, ინმიტომ რომ ყველაფერს აქ თავიანთ მიტოვებულ ოჯახებში აგზავნიან, ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება. მე არ შემეძლო ჯდომა კიევში, ან ჩემს კაბინეტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტის თავზეა განთავსებული და იქედან ყურება, როგორ იშლება ნაწილებად და ნაწილაკებად, მარტივ მამრავლებად ჩემი ქვეყანა ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა