|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მივაგე პატივი ხელისუფლების პირველი პირის მოსვლას"- მეუფე იოანე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე

მე მივაგე პატივი ხელისუფლების პირველი პირის მოსვლას აქ. გუშინაც და დღესაც. ამგვარად უპასუხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლტმა მეუფე იოანემ ჟურნალისტებს კითხვის პასუხად, თუ რატომ ესწრება ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებს. 

მეუფე იოანეს განცხადებით, მას მხარდაჭერა კანდიდატების მიმართ არ გამოუხატავს, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაგო პატივი.

"ჩემი გამოსვლა იყო მხარდაჭერის?! გეკითხებით, იყო?! ჩემი სიტყვით გამოსვლა, იყო? - არა. მე მივაგე პატივი ხელისუფლების პირველი პირის მოსვლას აქ. გუშინაც და დღესაც," -განაცხადა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების ლიდერებმა  ლიდერებმა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დღეს საარჩევნო ოლქში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში წარადგინეს. შეხვედრებს ესწრებოდა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. 

მსგავსად ქუთაისისა, მმართველი გუნდის კანდიდატის წარდგენას წყალტუბოში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა