|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ თავს"

მე ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ თავს, - განაცხადა რეზო ჩხეიძის მუზეუმის ხელმძღვანელმა ინესა ავალიანმა რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეულის გახსნისას ქუთაისში, რომელსაც რუსეთიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ.

რუსეთის დელეგაციას კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, მსახიობები,  რეჟისორები, ოპერატორები და კინომცოდნეები შეადგენენ. 

კვირეულის ორგანიზატორის ინესა ავალიანის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ფესტივალი ამ ორი კინორეჟისორის სახელს ატარებს, რადგან მათ გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდათ.

ფესტივალის გახსნას მიესალმა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელმაც ორი ქრისტიანი ერის წარმომადგენლების, მით უფრო ხელოვანების შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე საერთო საბჭოთა წარსულის ეპიზოდები გაიხსნენა, მაგალითად, როგორ ჩაუდო შეუმჩნევლად სტალინმა ერთ-ერთ კინორეჟისორს წითელი კვერცხი ჯიბეში, რითაც ქრისტიანობისადმი მისი დამოკიდებულება გამოხატა. 

ფესტივალს მხარდაჭერას უწევს ქუთაისის მერია, ხოლო კინო ჩვენებებს "კინო საქართველო" უზრუნველყოფს.

ქალაქის მერის განცხადებით, კინოფესტივალი გაიხსნა იმ კინოთეატრში, რომელიც სრულიად უნიკალურია. "ვიმედოვნებ, რომ მასშტაბურ ხასიათს მიიღებს აქ კინო ჩვენებები", -განაცხადა შოთა  მურღულიამ.

ფესტივალი 3 მაისის ჩათვლით გაგძელდება, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა რეჟისორების, როგორც ქართული, ასევე რუსული ფილმები, რომელზედაც დასწრებას მაყურებელი უფასოდ შეძლებს.

დაგეგმილია ასევე რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის მეგობრობის ხეივანის გახსნა.

ავტორი: ირინა მაკარიძე