|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეამაყება, რომ მეგობრებთან ერთად კლინიკა"ლჯ და კომპანია" დავაფუძნე - მირიან ჭეიშვილი

კლინიკა "ლჯ და კომპანიის" ხელმძღვანელი, ქირურგი მირიან ჭეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და კლინიკის მედ-პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

"ორი წელი გავიდა, რაც პანდემიას ვებრძვით!. კლინიკა "ლჯ და კომპანიის" მედ-პერსონალი მუხლჩაუხრელად შრომობს, სპეციალური ფორმებით, ნიღბებით, ზამთარ-ზაფხულ დღე და ღამე... არ ვიცი, რა ძალა და ენერგია აქვთ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ყოველდღიურობა, ოჯახი,  ახლობლები, მეგობრები დაივიწყეს და ერთად პაციენტის გადასარჩენად იბრძვიან. ამ ომში, განსაკუთრებული წვლილი აქვთ მედდებს, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო! საკუთარი მშობლებივით, ძმებივით, დებივით, შვილებით უვლიან პაციენტებს, სიყვარულით ეპყრობიან და დაღლას არ იმჩნევენ. ნამდვილად გმირობის ტოლია თქვენი ეს დამოკიდებულება.

მახარებს საზოგადოების დამოკიდებულება, ყველა აღნიშნავს, რომ კლინიკის გუნდი გამოირჩევა როგორც პროფესიონალიზმით, ისე გულისხმიერებითა და თბილი დამოკიდებულებით.. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გამძლეობას გისურვებთ! ნამდვილად მეამაყება, რომ მეგობრებთან ერთად კლინიკა"ლჯ და კომპანია" დავაფუძნე",- წერს ჭეიშვილი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა