|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას არ აძლიერებს" - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას", "დავიცვათ თავისუფალი მედია"-ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა.

მედიის წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათი თქმით, ჟურნალისტებთან ბრძოლა ხელისუფლებას არ აძლიერებს, ამიტომ მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

"დღეს ჩვენ ქუთაისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას აჭარელ კოლეგებს და ვეუბნებით, რომ ვართ მათ გვერდით ვართ. ვუცხადებთ სოლიდარობას ამ უთანასწორო ბრძოლაში და აქვე გვინდა, ვთქვათ, რომ მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას არ აძლიერებს, ასუსტებს და სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და აგეძელებს იგივე ტემპში მედიასთან აგრესიით ბრძოლას, როგორც აქამდე აკეთებდა. ხელისუფლებასაც გვინდა მოვუწოდოთ, რომ შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმარ და შეცვალოს სტილი"-განაცხადეს ჟურნალისტებმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა